გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები, კოვიდინფიცირებული პირის დას, ვირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.
„გამოკვლეულ კონტაქტებს შორის დას დაუდასტურდა ვირიუსი. ამ წუთებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს . სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ”,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს, 27 წლის მამაკაცს, კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის სოფელში ტესტის პასუხებამდე 4 დღით ადრე იმყოფებოდა.
კომენტარები