გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი ამჟამად მკურნალობას თბილისში, ბოკერიას სახელობის რეფერალურ კლინიკაში გადის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ექიმმა ნიკა რთველიაშვილმა განუცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„მდგომარეობა მძიმეა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაზიანებული აქვს თავის ტვინი, გულ-მკერდი, მუცელი და მენჯის ძვლები. ჩვენთან გადმოყვანამდე ჩაუტარდა ოპერაცია,“- აცხადებს ექიმი.
კომენტარები