გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობას შინაური ფრინველი ეხოცება.
ფრინველის დაცემის შემთხვევები, უკვე რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა.
მოსახლეობა განმარტავს, რომ დაავადების სახელწოდება და გამომწვევი მიზეზი მათთვის ცნობილი არ არის.
„არ ვიცი, რა დაავადებაა, უცბად იხოცებიან. ვეტერინარებმა რაღაც ანალიზები გააკეთეს და დეზინფექციას ატარებენ. შეგვატყობინებენ ალბათ, რა არის მიზეზი და ფრინველი როგორ უნდა დავიცვათ”- თქვა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, მარინა რუაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით ვეტერინარები, ვითარებას ადგილზე სწავლობენ.
ლაბორატორიული კვლევისთვის უკვე აღებულია პათოლოგიური მასალა, რომელსაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეისწავლიან.
ადგილზე ვეტერინარები სადეზინფექციო სამუშაოებსაც ატარებენ.
შინაური ფრინველის მასობრივი დაცემის ფაქტები, გასული წლის გაზაფხულზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა
კომენტარები