ჟურნალისტი, მანანა მანჯგალაძე:
ე.ი დღეს მოიცალეს, გუშინ არ ეცალათ. ეტყობა დღეს დაავალეს. ერთი თარგით მოჭრეს და ატრიალეს ჩემი სტატუსი. თან სათაური ყველას ერთი ჰქონდა. და იყო გინება, წყევლა, ბედნიერები იყვნენ რომ იგლეჯდნენ ყველაფერს. ლანძღვას ასეთი ბედნიერება მოჰქონდეს ერის დიიდი ნაწილისთვის იშვიათია. თან ძირითადად სულ სანთლებიანი ქალები და რაღაცნაირი კაცები იყვნენ ბედნიერები. თან მარტო სათაური რომ აქვთ წაკითხული..და სხვა რა ეწერა არც აინტერესებთ. ისიც ვერ გაიგეს ხვიჩამ კი არა ხვიჩას გარემოცვამ შემომითვალა, ხვიჩა არც მიცნობს თქო…
საიდან უნდა მიცნობდეს იმ დროს ბავშვი იყო და ბურთის მეტი არაფერი აინტერესებდა …
ხო და ამხანაგებო, ჯერ კიდევ მაშინ ავიცერი ნეგატივსა და წყევლა- გინებაზე სანამ საჯარო პირი გავხდებოდი. მანერვიულებდა იმ ადამიანის ნეგატიური მოსაზრება ვინც მიცნობდა. თორემ უცხო ? არ მიცნობს და რატომ უნდა მენერვიულა. რატომ უნდა ცოდნოდა მე რას და როგორ ვფიქრობდი. ეგ იყო ჩემი მშობლები არ უნდა განერვიულებულიყვნენ ამ ყველაფერზე.
აქვე ვწერ ეს სტატუსი არ წაიღოთ სააგენტოებმა. ნეგატივზე რომ არის თქვენი რეიტინგი დამოკიდებული და ეგ მიგაჩნიათ ჟურნალისტიკად.
პ.ს ისე სურათები კარგად ჰქონდათ არჩეული.ადრე ერთი თმაგაწეწილი ფოტო მქონდა და იმას დებდნენ.
კომენტარები