ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ,,სქრინშოტს” აქვეყნებს და წერს:
,,გუშინ ჩამომწკვრივდნენ პანიკიორი სვავები. ეს მცირე ნაწილია. სამივეს ვუპასუხებ თითო ფრაზით:
?არაფერია საქილიკო. მით უმეტეს ღმერთი. მხოლოდ გუშინ უამრავ ქვეყანაში ძლიერმა ნალექმა წყალდიდობები გამოიწვია. ასეა ყოველ დღე. დიახ, ღმერთი თუ გადაგვარჩენს სტიქიისგან და ხელის განძრევა, ერთმანეთის შველა. სტიქიამ ნაცი და ქოცი არ იცის. ეს და მისი დამცჩელები, ცალკე თემაა. ისე, უთხარით ვინმემ რა ნალექზეა გათვლილი სანიაღვრეები (ლიტრებში ან კუბურ მეტრებში გადაუყვანეთ, ისე თუ ვერ იგებენ) და რა მოცულობის ნალექი იყო გუშინ. რაიმე ცდებიც ჩაუტარეთ სკოლის პროგრამიდან.
?ეს “უჭკვიანესი” სეისმოპანიკიორი, დედამიწის დამკვირვებელი, ფეისბუკზე კითხულობს ნალექის რაოდენობას. მოიკითხონ რამდენი მმ ნალექი მოვიდა გუშინ იტალიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობები გამოიწვია და შემდეგ შეადარონ აქაურ ნალექს.
?ეს ყველაფრის ექსპერტი მერიის განცხადებაზე ქილიკობს, სახლში დარჩენისკენ რომ მოუწოდეს მოსახლეობას. ალბათ, რთულია გარკვევა, რა რჩევებს აძლევენ მოქალაქეებს მსგავს სიტუაციებში ევროპის და სხვა რეგიონების ქვეყნებში. მაგალითად, აგვისტოს დასაწყისში პეკინი (ფართობით თბილისზე 10-ჯერ მეტია) ჩვენზე უარესად დაიტბორა. პარალიზებული იყო ყველა სახის ტრანსპორტი. ხელისუფლებამ მოსახლეობას იგივე მოწოდებით მიმართა: აუცილებლობის გარდა, არ დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები. ეს სტანდარტია. არ ეხება სიტუაციებს, როცა მოსახლეობოს ევაკუაცია ხდება.
? მერე უკვირთ მოსახლეობის უმეტესობის დამოკიდებულება. სტიქიის დროს პოლიტიკაზე და პოპულიზმზე კი არა, ხალხზე უნდა გეზრუნათ. დღეს ხსნილი გაქვთ. ილაპარაკეთ რაც გინდათ. გუშინ სვავებივით იქცეოდით.
კომენტარები