ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძნელია წერა, როცა რაღაც მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს. გაჩხერილი ვარ. არც იქით, არც აქეთ. მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდება. რატომ გავიჭედე? ენერგია ნული, მინუს უსასრულობა.
გუშინ ღამე ისევ იყო ეს შეტევა: ოფლი სახეზე, უჰაერობა, გულისერევა და პანიკური შიში. მაგ დროს ჰაერი უბრალოდ არაა. შემდეგ გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო, დაუძახო ექთნებს და უბრალოდ პანიკას არ აყვე. არ აყვე. არ აყვე. დღეს ვწევარ. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ არ მაქვს 1 გრამი ძალა. ლევანი უფრო კარგადაა, ტესტები გაგვიკეთეს, ველოდებით პასუხებს.”
შეგახსენებთ, ვიკა ბუკიას და მის მეუღლეს, პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილს, კორონავირუსი დაუდასტურდათ.
კომენტარები