• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გუშინ ღამით მეუფე დიმიტრიმ დამირეკა… ჩემი დაშინება უნდოდა” – გოჩა ბარნოვი

ალია ავტორი - ალია
13:25 04-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,742

თეოლოგი, გოჩა ბარნოვი:

“გუშინ, ღამით, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა დამირეკა. საუბრის თემა იყო ჩემი კომენტარი ნონა მამულაშვილის პოსტზე, სადაც ნონა მეუფე დიმიტრიზე წერს, რომ “ასეთმა ადამიანებმა გადაგვირჩინეს რწმენა”. მე დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ნონას და მის ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. მისი ძმა უკრაინაში იბრძვის და ნამდვილად გმირია ყველა იმ ქართველთან ერთად, რომელნიც იქ გმირულად იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოსათვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსათვის. მაგრამ ნონამ არ იცის საქმის ვითარება ეპისკოპოსებთან მიმართებაში და ამიტომაც დავწერე კომენტარი,

სადაც გავაკრიტიკე მეუფე დიმიტრი, რაც, როგორც ჩანს, მეუფე დიმიტრის არ ესიამოვნა. მეუფე დიმიტრი და მისთანები სწორედ პოლიტიკოსებზე და არსებულ სიტუაციებზე თვლიან, რომ თავიანთი რეალური ზრახვები და წარსული გადაფარონ.

საუბრისას მეუფე დიმიტრი არ დამმუქრებია (როგორც ეს მას ჩვევია თურმე), მაგრამ აშკარად ჩემი დაშინება უნდოდა. მე მასთან არანაირი პირადი ურთიერთობა არ მაქვს და არც მისი გალანძღვა მინდოდა; ის საჯარო პირია. მაგრამ, ვინც საქმეში გარკვეულია იცის, რომ, თეოლოგის მოვალეობაა ადამიანებს გააგებინოს სიმართლე. მე შევეხე მამა გიორგი მამალაძის თემას, რომელიც მისი სასულიერო პირი იყო და ის მეუფე დიმიტრიმ უსამართლოდ გაწირა ციხისათვის, რათა საკუთარი პოზიცია გადაერჩინა (გიორგი მამალაძის საქმე დღეს ყველამ ძალიან კარგად იცის და თან დეტალებში). გარდა ამისა, დღიდან მისი ეპისკოპოსად გამორჩევისა, ყველა ეპისკოპოსისა და ეკლესიის წევრისათვის ცნობილი იყო, რომ ის იქნებოდა მომავალი პატრიარქი (ამიტომაც აღკვეცა ბერად ის პატრიარქმა და შემდეგ მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი, რაც მოციქულთა 76-ე კანონის უხეში დარღვევაა), მაგრამ 2017 წელს რუსეთმა არჩევანი მეუფე შიოზე გააკეთა. პატრიარქის ტახტისაკენ მიმავალი გზის ჩაკეტვაა მეუფე დიმიტრის კრემლის მიმართ ასეთი აგრესიისა და არა მისი მენტალური ფერიცვალება, რასაც ვწერ ჩემს კომენტარში. გარდა ამისა, ყველასთვის ცნობილია მისი ლანძღვა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს მიმართ. 2016 წელს, დიმიტრი შიოლაშვილი იყო პირველი ვინც გაილაშქრა კრეტის კრების წინააღმდეგ და მისმა სიტყვამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს ეკლესიის არწასვლაში. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომლის ინიციატორი სწორედ მეუფე დიმიტრი იყო, რითაც მან პირდაპირ რუსეთის დავალება შეასრულა. მან არ იცის (ან საიდან ეცოდინება), რომ კრიტიკული მომენტის დროს საეკლესიო მამები კრებაზე ხვდებოდნენ ერთამანეთს და ერეტიკოსებს ეკამათებოდნენ ჭეშმარიტების განსაზღვრისათვის. მეუფე დიმიტრის ტონმა (რადგან ის გავლენიან ეპიოსკოპოსად მიიჩნეოდა) განსაზღვრა კიდეც მთელი სინოდის უარი კრეტის კრებაზე. ამ ფაქტმა კი საქართველოს ეკლესიას უარი ათქმევინა ეკლესიოლოგიის უმთავრეს პრინციპზე – კრებსითობაზე და ის კიდევ უფრო დააშორა ეკლესიის ერთობისა და მთელი ცივილური სამყაროსაგან, სამაგიეროდ კი დაახლოვა რუსეთის მაფიოზურ ეკლესიას, რის შედეგებსაც დღემდე ვიმკით.

ამას იმიტომ ვწერ, რომ პოლიტიკოსებმა გაითვალისწინონ ეს ყველაფერი სინოდის წევრებთან მიმართებაში და ნუ განსჯიან ყველაფერს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან. ამ ქვეყანაში არსებობენ თეოლოგები, რომლებთანაც კონსულტაციები კარგის მეტს არაფერს მოუტანს პოლიტიკურ სპექტრს.’

თეგები: გოჩა ბარნოვიმეუფე დიმიტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved