გუშინ, თბილისში, ღამით, ბიუ ბიუს ქათმის სამი მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
კერძოდ: გაქურდულია ბიუს ბიუს მაღაზიები ხეთაგუროვის ქუჩაზე და და მოსკოვის გამზირზე.
თუმცა, ასევე ირკვევა რომ გუშინვე, ბიუ ბიუს ქათმის მაღაზიების გარდა, სხვა მაღაზიებიც გაქურდეს – ძირითადად პროდუქტის.
როგორც კომპანია ჩირინას სადისტრიბუციო სამსახურის ხელმძღვანელმა bm.ge-ს განუცხადა, მაღაზიებიდან წაღებულია ფული და ტექნიკა. ლევან წიკლაურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის და მიმდინარეობს გამოძიება.
მაღაზიების გაქურდვა ხეთაგუროვზე, ისნის დასახლებაში და მოსკოვის გამზირზე მოხდა. კომპანიის სადისტრიბუციო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუშინ ღამით, ბიუ-ბიუს მაღაზიების გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ობიექტებიც გაქურდეს.
bm.ge
შეგახსენებთ, გუშინ შს მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ დანაშაულის რიცხვმა იკლო.
კომენტარები