ფოტო – “პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა”
პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა ავრცელებს ფოტოს და წერს:
“დღეს გარდაიცვალა ექიმი, ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც რუსთავის სამშობიარო სახლს 25 თვიან სახელფასო დავალიანებაზე ედავებოდა.
ბატონი ვასილი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმად, ხოლო ერთი თვის წინ წამოვიდა სამსახურიდან, რადგან ის თვეობით უხელფასო ექიმად მუშაობდა. მას აღსრულებაში ჰქონდა შეტანილი საჩივარი, რომ ამოეღო თავისი კუთვნილი ხელფასი, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სამშობიაროს ადმინისტრციამ უარი თქვა ამ დავალიანების გასტუმრებაზე, რომელიც ბატონ ვასილს შეატყობინეს გუშინ – დღეს დილით კი ინფარქტით გარდაიცვალა.
“ს.ს. რუსთავის სამშობიარო სახლი” და მისი ხელმძღვანელი, 100%-იანი წილის მფლობელი, “ბატონი” ალექსანდრე ბარავკოვი ისევ აგრძელებს დასაქმებულებზე ხელფასების არ გაცემის პოლიტიკას. მას უკვე დაუგროვდა 1 წელზე მეტი გასაცემი ხელფასები, რაც დასაქმებულებში იწვევს ჩუმ უკმაყოფილებას. ისინი თავიანთ პოზიციას ღიად ვერ გამოხატავენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკვეთება კორუფცია, რადგან ერთი წლის განმავლობაში, სამშობიარო სახლთან რამდენიმე მინი აქცი-პერფორმანსები გაიმართა, რომელსაც სამწუხაროდ შედეგი არ ქონდა.
➾ ასევე, ყველას გვახსოვს 2015 წლის ივლისში “ბატონი” ალექსანდრე დაკავებული იყო ახალდაბადებული ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით.
➾ სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა გააქტიურება არის საჭირო, რათა კომპანიაში მოგვარდეს სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიამ ექიმების როლი უფრო კარგად დაგვანახა და მათი ასე დაუფასებლობა, თვეების მანძილზე შემოსავლის გარეშე დატოვება და სიკვდილამდე მიყვანა მიუღებელი და დაუშვებელია.
ვიზიარებთ გარდაცვლილი ექიმის ოჯახისა და კოლეგების მწუხარებას და ყველას გთხოვთ, დასაქმებულები და ისინი ვისაც გაქვთ ინფორმაცია კლინიკაში არსებულ პრობლემებზე დაგვიკავშირდეთ და ერთად ვებრძოლოთ ამ უსამართლობას.”
კომენტარები