გუშინ, “მთავარი არხი”-ს ეთერში მორიგი პროვოკაცია და რეალობას აცდენილი სიუჟეტი ვიხილეთ, რომლის მიზანს არჩევნების და ცესკოს დისკრედიტაცია წარმოადგენს. საზოგადოება შეეჩვია,რომ საარჩევნო ადმინისტრაცია, დესტრუქციული ძალები შეტევის განსაკუთრებულ ობიექტს წარმოადგენს. “– ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს”
“ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა, ამ ეტაპზე მხოლოდ საბუთების მიღება მიმდინარეობს, ელ ფოსტაზე საბუთების გაგზავნა კი ყველას შეუძლია, რეალურად ჩვენ არ ვიცით და სიუჟეტი ვერ გვაძლევს პასუხს ვინ გაგზავნა საბუთები. მოდით დაველოდოთ არჩევის პროცესის დასრულებას, ამის შემდეგ შეგვეძლება ფაქტებით და არა ვარაუდებით საუბარი, როგორც ამას მთავარი არხი აკეთებს.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები წინასწარ დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაციაა, პოზიციას სიუჟეტის ბოლო ნაწილი მიმყარებს, როდესაც მთავარმა არხმა მოწმედ საკუთარი კუდი, განუყრელი ტანდემი ხუსკივაძე და კობალაძე მოიყვანა, მოძალადე ადამიანები რომლებმაც ისნის ოლქის თავმჯდომარის მიმართ მუქარა განახორციელეს, ინციდენტი კი ფატალური შედეგით დასრულდა. სიუჟეტი რომ წმინდა წყლის მანიპულაციას წარმოადგენს ფაქტია, რადგან არ არის კონკრეტიკა, არ არის ფაქტები, მხოლოდ ზოგადი საუბარი და რაც მთავარია წარმოდგენილია ერთი მხარე, ოპონენტის პოზიცია კი ნაჩვენები არ არის, რაც სიუჟეტის მიკერძოებულობაზე მიანიშნებს.
სამწუხაროდ სიუჟეტი არაფერს ამბობს კანონის შესახებ, სადაც მკაცრად არის გაწერილი ყველა ის მოთხოვნა რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს.”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.
კომენტარები