ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:
“გუშინდელი აქცია მშვიდობიანი იყო. პოლიციამ სპეციალური საშუალებები უკანონოდ გამოიყენა. იმიტომ, რომ გუშინდელი აქციის დაშლა არც ლეგიტიმური იყო და არც პროპორციული – არავინ არსად შევარდნას არ ცდილობდა; არავინ არავის თავს არ დასხმია; არავის არავინ არსაიდან არ გამოუტაცებია. ადამიანები თავის ნებას ემოციურად გამოხატავდნენ და საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენ ამის უფლება გვაქვს. როცა ყველანაირი მიზეზის გარეშე, არაპროვოცირებულად, პოლიცია მასების დაშლას იწყებს და სპეციალურ საშუალებებს იყენებს, ეს არა მხოლოდ არაპროპორციული, არამედ უკანონოა. ეს პოლიციამ ძალიან კარგად იცის.
მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტთა კორპუსს, რომელიც გუშინ თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში ბრძოლით იცავდა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს და ჩვენი გუნდის, და არა მარტო ჩვენი გუნდის, დაკავებულ და დაზარალებულ აქტივისტებს, რომლებიც გუშინ იძულებულები გახდნენ ქუჩაში დაეცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი.
კომენტარები