საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი “კვირასთან” საუბრისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ამ მხრივ საქართველოს პოზიციაზე საუბრობს.
როგორც ოქიტაშვილი აღნიშნავს, ჩვენმა ხალხმა და მთავრობამ, განსაკუთრებით – ახალგაზრდობამ უკრაინის მიმართ ძალიან დიდი სოლიდარობა გამოხატა.
ოქიტაშვილის თქმით, ხელისუფლების სათავეში ახლა “ნაციონალური მოძრაობა” რომ იყოს, თბილისი და მთლიანად საქართველო გადაცემული იქნებოდა რუსეთისთვის.
“მთელი ელექტრომატარებლები “ნაციონალურ მოძრაობას” გადაცემული აქვს რუსეთისთვის. წყალი, ელექტროენერგია რომ გადაგვიკეტოს რუსეთმა, მერე სად მივდივართ? ყველაფერი რუსეთს მისცა ენმ-მ. რადას ერთერთი დეპუტატი რომ გამოდის საქართველოს მიმართ განცხადებებით, ეს ყველაფერი ხომ პროვოკაციაა? დიდი მადლობა უფალს, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა” არ არის ხელისუფლების სათავეში, თორემ თბილისი და მთლიანად საქართველო გადაცემული იქნებოდა რუსეთისთვის. რუსეთი არის ოკუპანტი, “ნაციონალებმა” ჩააბარეს მათ ქვეყნის ტერიტორიები. კონდოლიზა რაისმა თქვა კიდეც, რომ აფრთხილებდა მათ, არ აყოლოდნენ პროვოკაციებს.
ძალიან ახლოს ვიცნობ ზელენსკის და ვიცი, რას ფიქრობს ქართველ ხალხზე. მორჩნენ ესენი სპეკულაციებს, მათ სურთ – საქართველო ჩაითრიონ დიდ ომში, რომლიდანაც ჩვენი ქვეყანა ვეღარასდროს გამოვა. მე ვიცი, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თქვან – რა სანქციების დაწესებაა შესაძლებელი მათ წინააღმდეგ? პრემიერის განცხადება ხალხის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გაკეთდა, რომ მათ არ იწვნიონ ის, რაც ჩვენ მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში დღეს ხდება. მე მათ თანავუგრძნობ. ენმ უნდა მორჩეს სპეკულაციებს. მათ “მონასტრის არევა” სურთ. გვახსოვს, 2008 წელს როგორ მიატოვეს მათ ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე. მიცვალებულები მიატოვეს, ვისზე საუბრობენ ისინი საერთოდ”, – ამბობს დავით ოქიტაშვილი.
კომენტარები