2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილე, უჩა გუგუჩია:
“შინდისი 11.08.08.
საღამოს 6 სათი იქნებოდა საშინელი სუნი დადგა შინდისის სადგურებთან ეს ჩვენი დაღუპული ძმების სურნელი იყო მათი გვამებით იყო მოფენილი ჩემს ირგვლი 50 მეტრის რადიუსში
ამასობაში ნელნელა ბინდდებოდა დაიქოქა ტექნიკა და გავიდნენ ეგ ბოზებიც ტერიტორიაზე სიჩუმემ დაისადგურა მხოლოდ ამ დაჭრილების გმინვა ისმის ამ ნანგრევების ქვემოთ 6 ნი ვართ 2 მძიმედ არი დაჭრილი მე მსუბუქად თავის არეში თუმცა ფეხი ვიტკინე რო გადმოვხტი მეორე სართულიდან უშნოდ მომყვა ფეხი და მტკიოდა საკმაოდ, ამასობაში სად არ მაქვს დარეკილი თუმცა არავინ არი ჩვენი გამყვანი
ასევე ერთ-ერთი დაჭილის ძმასაც ვესაუბრე აქ მყავსთქო შენი ძმა და დახმარებას ვითხოვდი თუმცა ეგენი თბილისს უახლოვდებოდნენ ყველაფრის იმედი დავკარგე ამათ ვატყუებდი მოვლენ და ნუ გეშინიათ მეთქი თან აქით ყოველ წამს ველოდი აჩისკის ჩატარებას..
ამასობაში დაჭრილებმა წყალი მოითხოვეს არადა არცერთს არ გვქონდა ამ სამმა მითხრეს ჩვენ წავალთო წყალზე და მოვალთო ისე ვატყობდი რომ ეგენი უკან დამბრუნებელნი არ იყვნენ და არც წყალის მომტანი ერთი იყო არ მიდიოდა არ მტოვებდა ჩემი ასეულიდან ხეცურიანი გვარად კამანდირ შენც წამოდიო მაგრამ მე ვერ დავტოვებ მეთქი ამათ და გაყევი მეთქი თქვენ მაინც გადით მეთქი და წავიდნენ არც დაბრუნებულა აქით არავინ ვინც წყალს მოვიტანო ეგენი და იმ ღამესვე გავიდნენ სამშვიდობოს. დავრჩი მე ამ ორ დაჭრილთან ერთად!
უკვე დაბნელდა და ჩამესმა ძახილი ცოცხალი ხართო ვინმე ვიფიქრე ოსებმაც იციან ქართული და არ გავეცი ხმა თურმე ადგილობრივები ყოფილან ახმეტა ერქვა ერთს გმირია ეგ კაცი რამოდენიმე ჩვენი დაჭრილი გაუყვანიათ იმ ღამეს მარა მე ხო არვიცოდი ეს მერე გავიგე ან რა ხმას გავცემდი და კიდევ კაი არ დაუძახე რამოდენიმე წუთის მერე მესმის ნაბიჯების ხმა ამ დროს გამოსული ვიყავი და მიცვალებულებს ვამოწმებდი იქნებ ცოცხალი იყოს ვინმეთქო თავ ზემოთ ლიანდაგებთან შენობის კუთხესთან ორი შეიარაღებული პირი დგას რაღაცას საუბრობენ ჩუმად და ხელით ანიშნებდნე ერთმანეთს. ამ დროს ავტომატი შემოვაბრუნე და ამოვიდე კისერზე და ეხლაც მაქვს ის შეგრძნება თითზე თუ როგორ ჩადიოდა გამოსაკრავი დაბლა ნელნელა მეთქვი თუ შემამჩნიეს ქალას ავიხდითქო ამ წამებში მთელმა ცხოვრებამ წინ ჩამიარა ვითომ ხმა ჩამესმოდა დედა მეძახდა ვითომ პატარა ვიყავი… მოკლედ რა ამასობაში ჩამესმა რუსულად საუბარი ადხოდიმ ვსიო ჩისტაო დაჟდიომ დო უტრაო და წავიდნენ
ირაღი ისევ იმ მდგომარეობაში მქონდა როცა ერთერთმა დაჭრილმა კამანდირ არქნა ჯერ მე მესროლეო უცებ გამოვფხიზლდი კანკალი ამივარდა გადავეხვიე და ვკოცნე ეს
მოკლედ უცებ გამიჩნდა აქედან გასვლის და სიცოცხლის სურვილი სასწაულად ამათ უთხარი შეძლებთ რამეფრად წამოდგომასო კიო ესენიც ცოტა გამოკეთდნენ ჯერ ერთი მხარზე დამეყრდნო და გავიყვანე უკან ბაღები იყო მაქამდე მერე მეორესთან მოვბრუნდი მივიყვანე მაქამდე ეგეც რაღაც გმინვის ხმა ჩამესმა მევთქვი ვინმე ცოცხალი იყოს მეთქი იქნებ და მოვრუნდი უკან და დაუწყე ხელით მიცვალებულებს ჯიკავი ცოცხალი ხართ მეთქი ვინმე უმეორებდი თუმცა ამაოდ
ამასობაში რაღაც ლაზერივით მომანათა შორიდან ვიღაცამ გავწიე გვერდზე თავი ამანაც რესკა მაყოლა და უცებ გადავხტი გვერდზე და 2ჯერ მომაყოლეს უკან გასროლა და დავაწექი ბიჭებისკენ და ვხედავ ეგენიც გარბიან ორივე უკვე შორს იყვნენ
მერე ვნახე სავადმყოფოში ერთერთი და შენ მოგკლეს გვეგონაო და იმიტომ წავედითო რა უნდა მეთქვა მოკლედ ღვთისწყსლობით ორივე ცოცხალია დღეს ეგაა მთავარი.
მოკლედ დავჩი მარტო იქვე მდინარე ვნახე და მის დინებას აუყევი მეგონა კილომეტრები ვიარე თუმცა 300მეტრის მეტი არ გავსულვარ და იქვე ბაღებში ჩამეძინა დაღლილ დაქანცულს
გათენდა და გადაიწვა იქაურობა ისეთი სროლა გაჩნდა მეორე დილით მე ერთი სახლი ვნახე ცარიელი მეგრელიშვილი ყოფილა პატრონი შიგნით ეწერა კედელზე ჩავიცვი სამოქალაქო ტანსაცმელი იარაღი შევინახე და გადავედი კოჭლობით მოსახლეობისკენ თავი მისკდებოდა ყურიდან სისხლი მდიოდა მარცხენა მხარეს თავს ვერ ვგრძნობდი
ამასობაში ვხედავ მოხუც კაცს ეზოში მივესალმე ასე მეთქი აუხსენი სიტუაცია ეს აღმოჩნდა საბაშვილი გივი ჩამეხუტა მომილოცა გადარჩენა ეს როგორ გადარჩი მანდო ტიროდა საჭმელიც გამომიტანა მარა ლუკმა არ გადადიოდა აქ ასევე ახალგაზრდა ბიჭი ვნახე შალვა ერქვა მომიყვა იქიდან ბიჭები გავიყანეთო ახმეტასთან წუხელ ჩვენც ვიყავით იყო მანდ წამო აქ საშიში არისო და წამიყვანა ნუკრის ლაგურაშვილის სახლში ისინი მივიდნენ ის კეთილი ოჯახი რვა დღე თავის შვილთან დამაწვინა გიორგისთან გვერდზე მიმიღეს საკუთარი შვილივით ახმეტამაც სიგარეტი რამოდენიმეჯერ გამომიგზავნა ის ჩვენ ბიჭებს პატრონობდა და უვლიდა მე მეორე დღესვე დავრეკე მეთაურობასთან და ვუთხარი ცოცხალი რომ ვიყავი თუმცა მაინც დაკარგულებში ვეწერე რომ გამომიყვანეს იქიდან 20აგვისტოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა.
მანამდე ნუკრი და მისი ოჯახი მივლიდა და მადლობა მათ შევრცხვი მაგათთან სულ ერთხელ ვიყავი მის მერე არ ჩავდიოდი მანდ აგვისტოს თვეში როგორ უნდა ამოვდგომოდი მე მანდ ისეთ ხალხთან რომლებმაც ჩამტოვეს და სასიკვდილოდ გამიმეტეს ან სად მინდოდა მე ზოგიერთი ძალად გმირის გვერდით დგომა აი მიზეზი ჩემი მანდ არ ჩასვლის.
ეხლა კი ამით დავამთავრებ მერე კი 20აგვისტოს შეგაწუხებთ ჩემი გამოყვანის ისტორიით! დიდება უფალს დიდება გმირებს მშვიდობა საქართველოს
კომენტარები