ლინიკა “ვივა მედის” ექიმები არ ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები განსხვავებულია, თუმცა ადასტურებენ რომ მისი მდგომარეობა მძიმეა:
“მე არ ვიცი რომელ დიაგნოზებზე საუბრობენ უფლებადამცველები და საერთოდ, დიაგნოზებზე რატომ საუბრობს უფლებადამცველი. ეგ იმის ტოლფასია, რომ მე სისხლის სამართლის კოდექსზე გესაუბროთ.
გვანახონ რა სხვაობაა, რა დიაგნოზებია იქიდან წარმოდგენილი, მე რამდენადაც მქონდა ურთიერთობა ექსპერტებთან, თუმცა ოფიციალურად ჩვენთვის არ მოუმართავს და არ მოუწერია არავის, სხვაობა დიაგნოზებში კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი არ არის.
მდგომარეობა რა თქმა უნდა საყურადღებოა იმიტომ, რომ გრძელდება ტემპერატურული რეაქციები, ახლა პაციენტთან მიმდინარეობს კვლევის პროცესი, კონსულტაციები. ჩვენ მივიღეთ ანალიზების პასუხი, რომელიც გვქონდა გერმანიაში გაგზავნილი გადამოწმების მიზნით. მივიღეთ იდენტური პასუხი და კიდევ მუშაობენ სპეციალისტები, რომ დადგენილი იქნეს ტემპერატურული რეაქციის მიზეზი” ამბობს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, მთავარ არხთან.
მიხეილ სააკაშვილის თავდაპირველი დიაგნოზი არ გამართლდა – რას ამბობენ ექსპერტები?
კომენტარები