საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
„ზოგადად, გვარამია და ქუჩა ერთმანეთისგან ძალიან უცხო ცნებებია ყველა თვალსაზრისით. პირველ რიგში, დადებითი თვალსაზრისით, უარყოფით თვალსაზრისს არ ვგულისხმობ. ზოგადად, ქუჩას რაც შეეხება, წარმატებას არჩევნებსა და ქუჩაში სჭირდება ზუსტად ერთი და იგივე რესურსი, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. გვარამიას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, მის პარტიას მოვუგეთ 890 000-ზე მეტი ხმით. ქუჩაში რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ.”
კომენტარები