ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად მან იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. გამჭვირვალობისთვის, მე ვთხოვე იუსტიციის სამინისტროს ციხეში გვარამიასთან შესვლის ნებართვა. გასაკვირი არაა, პასუხი არაადეკვატური/პასუხი არ არის”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
კრამონი წერს, რომ ნიკა გვარამიას საქმე საქართველოში დარღვეული სასამართლო სისტემის მაგალითია.
“საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა 12 პუნქტის მთავარი მოთხოვნაა. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობთ გვარამიაზე, როგორც პიროვნებაზე, ის საქართველოში ჩამოშლილი სასამართლო სისტემის მაგალითია.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. კრამონმა ნიკა გვარამიას მოსანახულებლად იუსტიციის სამინისტროს 2 დღის წინ მიმართა.
კომენტარები