პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, მთავარ არხთან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე საუბრისას, ამბობს:
ნიკა გვარამიას მოსამართლეც ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, ეს განაჩენი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რა მნიშვნელობა აქვს, ნიკა ვის უყვარდა და ვის არა. მოსამართლე ჩხიკვაძეზე იყო პირველი გაფრთხილება და გახსოვთ კობახიძის მოწოდება პარლამენტის ტრიბუნიდან რომ მოუწოდა მოსამართლეებს, თქვენც არ წახვიდეთ ამერიკაშიო, ეს იყო მათი გარიგების ღია მტკიცებულება. ვინ ეკითხება, ვინ სად წავა მმათველი პარტიის თავმჯდომარეს? იმის ჭკუაც არ ჰყოფნის ენა გააჩეროს და არ გათქვას თავისი თავი. მეტი მტკიცებულება რა უნდათ? მტკიცებულება სად არისო და მტკიცებულება უკვე ისაა, ამ მოსამარათლეებს რომ იცავენ. ვერ ხვდებიან რომ ეს უკვე მტკიცებულებაა?
ვინ ეკითხება ელჩს, რომ ამბობს უსამართლო გადაწყვეტილებააო, სასამართლო გადაწყვეტილების შეფასება ყველას შეუძლია, რა მნიშვნელობა აქვს ელჩი ხარ, ჟურნალისტი, იურისტი, თუ პოლიტიკოსი. მაგრამ როდესაც იცავ კონკრეტულ მოსამართლეებს, როდესდაც მოუწოდებ რა გააკეთონ და რა არა, ეს გარიგების მადასტურებელია. ახლა ყველაფერს რასაც ამბობენ, მტკიცებულებაა.
მოსამართლეს, რომელსაც გვარამიას განაჩენი აქვს გამოტანილი, არ მგონია სიმშვიდის საფუძველი ჰქონდეს. ეს განაჩენი კლასიკაა, როგორ არ უნდა დაიწეროს განაჩენი. ახლა თვითონ გადაწყვიტონ, ბაბუის კვალზე ივლიან და იტყვიან, რომ არ აწუხებთ ეს ამბავი, თუ მიხვდებიან, რომ წასვლის დროა.
კომენტარები