ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე და თქვა:
“ჩვენ გვქონდა შეკითხვები მის საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე დროისა და ბრალდებების შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ თვალყური ვადევნოთ სახალხო დამცველის ამ ანგარიშებს, რომელიც ამბობს, რომ იყო ნიშნები პოლიტიკური დევნის. ეს არის ფართო საკითხი მედიათავისუფლების. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა რეპუტაცია ქვეყნის, რომელსაც ჰქონდა ძლიერი მედიაგარემო. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მცირდება ბოლო პერიოდში და ეს შეშფოთების საგანია.
ეს არის ძალიან კარგი მაგალითი რატომ სჭირდება საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ასეთი კითხვები როდესაც არსებობს საქმეებზე, როგორიც ნიკა გვარამიასია, საზოგადოებას უნდა სჯეროდეს სასამართლოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების რომ არ არსებობდეს შეკითხვები”
კომენტარები