სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი:
,,გვეყო გლოვა. რაც მოხდა, გარდაუვალი იყო, აუცილებელიც კი გამარჯვებისთვის.
აქამდე საკმარისად ბევრი ვერ ხედავდა საფრთხეებს და არ იყო საკმარისად გაბრაზებული. ახლა ბრძოლა უთანასწორო აღარაა: მათ აქვთ თოფები – ჩვენ გვაქვს რაოდენობა. მათ აქვთ ადგილობრივი რესურსები – ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა.
თუმცა თუ წარუმატებლად გეგმავ, გეგმავ წარუმატებლობას. რა უნდა იყოს გენგეგმა და როგორ ჩავრთოთ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მის შესრულებაში?
სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივობა, აბსოლუტურად ყველასი, უნდა ემსახურებოდეს საარჩევნო მიზნებს, რომ დამკვირვებლები სრულიად არ განეიტრალდნენ.
პარტიები უნდა შინაარსზე დაფუძნებით დაჯგუფდნენ და გამსხვილდნენ, რადგან წინა არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი იყო და გადაულახავმა პარტიებმა ჯამში 120,350 ხმა მოაგროვეს, ანუ ხმების 6% დაიკარგა. 5%-იან ბარიერში საფრთხეა, რომ მინიმუმ ორჯერ მეტი დაიკარგოს.
ახალგაზრდული და გრასრუტ მოძრაობების მოვალეობაა ცვლილებების მომენტუმი და ენერგია არჩევნებამდე მიიტანონ ქალაქების ქუჩებში ხელისუფლებაზე წნეხით (ენჯეოებს ეს საქმე უნდა ჩამოსცილდეთ, ვნახეთ რომ ცუდად გამოსდით).
ოქტომბრისთვის კი ამოცანა მარტივი და არითმეტიკულია: მოვიყვანოთ 200,000 ახალი, აქამდე მიუცემელი ხმა – ისინი, ვისაც ბოლო ოთხ წელში შეუსრულდა 18 და ისინი, ვინც ადრე ვერა, მაგრამ ახლა დაინახა ღალატი. მერე საარჩევნო უბნებიდან ყველანი ერთად გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების მთავარ მოედნებზე და დავიცვათ ევროპული არჩევანი.”
კომენტარები