ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“გვესმის “ქართული ოცნების” თავმჯდომარისა და სხვა ლიდერების შეშფოთება ნაცსაცეცების ტოქსიკურ ანტიეროვნულ აქტივობაზე. წლებია საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს ანტისახელმწიფოებრივი ელემენტის, “ნაციონალური მოძრაობის” განეიტრალებას. პოლიტიკურ ასპარეზზე ომის პარტიის აქტიურობა აფერხებს თუნდაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ისინი ასევე საბოტაჟს ეწევიან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. თუ არ მოხდა სააკაშვილის მეხუთე კოლონის გაუვნებელყოფა, ეკონომიკაში და სხვადასხვა დარგებში მიღწეული შედეგებიც კითხვის ნიშნის დადგება.
აგენტოკრატია გააფთრებით ებრძვის საქართველოს, გავდივართ ბეწვის ხიდზე, თუმცა წარმოუდგენელ ნაცმავნებლობას წერტილი უნდა დაესვას! ეს ელექტორატის მნიშვნელოვანი სეგმენტის დაკვეთაცაა და კატეგორიული მოთხოვნაც.”
კომენტარები