ჟურნალისტი თეონა გეგელია სოციალურ ქსელში წერს:
,,რამდენიმე წლის წინ, კახეთში ერთ-ერთ სემინარზე უნდა გავმგზავრებულიყავით და ჩვენი ავტობუსები ვარდების მოედანზე, რედისონის წინ იდგა. ადრე მივედი, ალბათ, დილის 9 საათი იქნებოდა. ვსხედვართ მე და ჩემი მეგობარი ნახევრად ცარიელ ავტობუსში და ვუყურებთ თითქმის ცარიელ მოედანს. ზუსტად ჩვენი ავტობუსის წინ გაჩერდა სპორტული მანქანა. ცოტა ხანში ვხედავთ კალაძეს, რომელიც სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი, სავარაუდოდ, სასტუმროდან გამოვიდა და მიუახლოვდა მანქანას მძღოლის მხარეს. მივხვდით, რომ მისია, გვგონია გააღებს კარს, ჩაჯდება, წავა. მაგრამ, რა ქნა? მხოლოდ მას შემდეგ დაჯდა საჭესთან, რაც მცველმა მიირბინა და კარი გაუღო.
კახა კალაძეს არ ვიცნობ. სხვების მსგავსად, რამდენჯერმე მყავდა ეთერში. მის თანამდებობებს თუ არ ჩავთვლით, საინტერესო რესპონდენტად არასდროს მიმაჩნდა, რადგან ყველა კითხვას ერთნაირი დაზუთხული ფრაზებით პასუხობდა. მაგრამ „ოცნების“ ნაცრისფერ მასაში მაინც გამორჩეული იყო და ამ სხვაობის ხაზგასმას, სხვათა შორის, ყველაზე მეტად თავად ცდილობდა. არადა მმართველი პარტიის გენერალური მდივანიცაა და ცოტამ თუ იცის, რომ ირაკლი კობახიძე პირადად მისი კადრია ქართულ პოლიტიკაში.
ახლა ვუყურე გუშინდელ „დებატებს“ პირველ არხზე: თავისი აღმოჩენა კობახიძე ირიბად არაკაცად მოიხსენია; ურცხვად მოიტყუა, როცა თქვა, რომ გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია; ქილის ეპიზოდი უბრალოდ სამარცხვინო კი არ იყო, არამედ სახელმძღვანელოებით აკრძალული რომ არის, ისეთი.
არ (აღარ) უნდა ამას მერობა. ჩვეულებრივი მძევალია საკუთარი საქმიანობის და პარტიის და მყვარებლები ხმას თუ არ მისცემთ, ჩემი აზრით, მხოლოდ გადაარჩენთ.”
კომენტარები