ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ივანიშვილის ცრუპენტელა ნარჩენებმა 28 ნოემბერს როცა ჩაგვკეტეს, იქვე გეგმაში ეწერა 16 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იხსნებაო, 1 თებერვლიდან ყველაფერი იხსნებაო.
მანამდე ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებაო.
ხოდა, შემცირდა მაჩვენებელი. იმაზე მეტად, ვიდრე ჩაკეტვისას პროგნოზირებდნენ.
ახლა 1 მარტამდე ტრანსპორტი არ იქნებაო, კომენდანტის საათი სულ იქნებაო. და ჩვენ ბოჩოლებივით ვსხედვართ და ხმას არ ვიღებთ.
მოკლედ, ივანიშვილის ნარჩენებთან აღარ მაქვს პრეტენზია, საკუთარ თავთან და ჩემნაირებთან მაქვს მხოლოდ პრეტენზია.
გვიბედავენ იმდენს, რამდენსაც ვაბედინებთ ჩვენ, ჩმორები.”
კომენტარები