ALDE-ს პრეზიდენტმა ილჰან კიუჩუკიმ სამი პარტიის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, განაცხადა:
“საქართველოს დემოკრატიისთვის ამ რთულ დროს ჩვენ ქართველი ხალხის, ასევე ქართველი ლიბერალებისა და დემოკრატების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მხარს ვჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა მანამდე გვინდა დავინახოთ რეფორმები, ოღონდ ნამდვილი და არა ყალბი რეფორმები. რეფორმებს, ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ფასეულობების პატივისცემას მოაქვს კანონის უზენაესობა.”
კომენტარები