ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
თქვენგან მიკვირს, ვინც მოუწოდებთ ზურაბიშვილს-“შეიწყალოს” პრეზიდენტი! ჯერ ერთი , რომც მოაწეროს ხელი, ყველა შანსი გაუშვა და ახლა არავინ/ვერავინ გაანთავისუფლებს ტყვეობიდან, ეს ერთი და მეორე- ამ ქალმა, მაშინ გამოუტანა პუტინის ტყვეს განაჩენი, როცა მოწამლულ, ორი თვის ნაშიმშილარ, ლოგინად ჩავარდნილ ქვეყნის აღმშენებელზე თქვა:” არა და არასოდეს!”-ო, მაშინ , როცა 200 000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ნაგვის ურნაში მოისროლა და საბოლოოდ ჩაეწერა მათ რიგებში, ვინც პატრიარქებს, წმინდანებსა და პრეზიდენტებს გვიხოცავდა, რასაც ვერავინ გადაწერს და ვერავინ გადაფარავს ვერაფრით, მაგრამ ახლა, რასაც აკეთებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი , რადგან ის არ არის რიგითი არც ოპოზიციონერი და არც რიგითი აქტივისტი, ამიტომ ახლა და ამ ვითარებაში უაზრობად მიმაჩნია მისი დამუნათება, რამდენიმე დღეში შესაძლოა დააიმპიჩმენტონ და დააპატიმრონ, ორ თვეში ისედაც ახალი არჩევნები იქნება საპრეზიდენტო და ეს მომენტი, რაც ახლა გვიდგას, სანატრელი გაგვიხდება, ყველანი პუტინის ტყვეები ვიქნებით ვინც ვერ გავასწრებთ, ამიტომ ვფიქრობ, ახლა მისი დამუნათების კი არა, მის ირგვლივ კონსოლიდაციის დროა უპირობოდ , ის მარტო არ მოქმედებს და ვერც იმოქმედებს, ის მოქმედებს ,ჩვენი სახელით, ჩვენი – ვინც ხმა მივეცით ოპზიციურ პარტიებს და ჩვენი წარმომადგენლები არიან მასთან ერთად…ვფიქრობ , უმჯობესია პირიქით ვიმოქმედოთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სივრცეში მხოლოდ ჩვენ არ ვართ და მხოლოდ , ჩვენ არ ვკითხულობთ…პ.ს. რა საკვირველია, კრემლის პირისპირ მდგომნი, ერთი გაფერადებით ვერ გავუფერადებდით ჩვენს შვილებს მომავალს და ყველას გვესმოდა, რომ საომარი გვექნებოდა… ჰოდა, ბრძოლა წავაგეთ, ომი უნდა მოვიგოთ და გვინდა თუ არ გვინდა, ზურაბიშვილია ასეც და ისეც ამ ომის მთავარსარდალი, ჩვენ კი- რიგითი ჯარისკაცები, მეთაურებს რომ ვემორჩილებით და პოლიტიკურ გენერალიტეტს, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობასაც , ჩვენები წარმოადგენენ
კომენტარები