სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთევანი, ავრცელებს პოსტს:
“პაიკიძისგან…
კაცო, აპრილის პირველ კვირას არ უნდა ყოფილიყო პიკი?
ხოშიანად გადავიდნენ მაისის პირველ კვირაზე
მცირე ბიზნესი მკვდარია!!!
ტურიზმი მკვდარია!!!
საშუალო ფენა, რაც გვყავდა – ღატაკდება!
ღატაკები შიმშილს ებრძვიან!
სამაგიეროდ დიდი მშენებლობები არ შეჩერებულა…
მთავრობა ჩემს ფულს აძლევს სხვას და უნდა რომ ტაში დავუკრა.
ხალხს გონია რომ მთავრობის ფული არსებობს და უხარია რაღაც 2 მილიარდის ასევე რაღაც კრიზისულ რაღაცაში ჩადება!
ექიმებს, რამდენიც არიან იმდენი პასუხი აქვთ, ანუ არ აქვთ პასუხი.
ტელევიზია-ჟურნალისტები დაზომბებულები მხოლოდ სტატისტიკაზე აკეთებენ აქცენტს, გეგონება მეტი არაფერი ხდება ქვეყანაში!
გვალვები რომ დაიჭიროს წელს, მერე ნახეთ თქვენ, ის მიზერული მოსავალიც რომ არ მოვიდეს, რასაც სპონტანურად ამზადებს ახლა ხალხი.
ვისხდებით სახლში, ოღონდ გვითხარით რა გეგმა გაქვთ???
ან მოხსენით ეს უაზრო რეგულაციები და მოგვეცით მუშაობის უფლება! “
კომენტარები