ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ჭკუა მოეკითხება და ჭკვიანად მიგაჩნია, არაფრის დიდებით არ სურთ გაიგონ, რომ მიშასთან დაკავშირებით ევროკავშირი არანაირ ინსტიტუციურ (!) გადაწყვეტილებას არ მიიღებს მანამ, სანამ არ დაიდება სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი.
სანამ ამგვარი ვერდიქტი არ არსებობს, ხოლო საქართველო იმ სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, ნებისმიერი ინსტიტუციური გადაწყვეტილება ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მხრიდან იქნება ECHR – ისადმი უნდობლობის გამოხატულება.
მინიმუმ უპატივცემულობის, მაქსიმუმ უნდობლობის.
სულ სხვა საქმე იქნებოდა, საქართველო რომ არ იყოს ECHR წევრი, ან მით უარეს, არ თანამშრომლობდეს სტრასბურგთან და სამგზის უარეს, არ შეასრულოს სტრასბურგის ნებისმიერი ვერდიქტი.
ხომ გამოიტანა ვერდიქტი სტრასბურგმა კლინიკაში გადაყვანის შესახებ?
გამოიტანა და მაშინვე შეასრულა ბრეგაძემ.
განა ასე არ იყო?
მერე დახურული არხებით მიუთითეს, რომ გორის კლინიკა მაინც `სპეციალიზებული` იყო და კლინიკა `ვივამედში` გადაიყვანა.
ანუ, როდესაც ოპოზიციონერები ევროპელ კოლეგებს, მათ შორის ევროპარლამენტარებს და აღმსარულებელი შტოს წარმომადგენლებს პარალელებს უხაზავენ მიშას საქმესა და ნავალნის საქმეს შორის, ისინი მხრებს იჩეჩენ და პასუხობენ: “ნავალნიზე ECHR -მა მიიღო გადაწყვეტილება. მიშაზე მიიღო უკვე? მიიღო და `ოცნებამ` პუტინივით დააიგნორა?`
გვითხარით რომ ასეა და დედას ვუტირებთ!
ბევრს არ გვესმის დღემდე, რომ დემოკრატია არ არის მხოლოდ (!) პროცედურა, თუმცა პირველ რიგში პროცედურაა.
ევროკავშირი კი სისტემურად ინსტიტუციურობაა.
ამიტომაც არსებობენ და წარმატებით ფუნქციონირტებენ ევროკავშირის ინსტიტუტები.
აბა ერთი არ დაემორჩილოს წევრი სახელმწიფო სტრასბურგის გადაწყვეტილებას – მაშინ სულ სხვა რეაქცია იქნება..
აი მართლა ვერ გავიგე, ეს `გამრავლების ტაბულა` ასე ძნელი გასაგებია?
ევროკავშირი ხომ `გვინდებლარიენ?`
ჰოდა პატივი ვცეთ მის ინსტიტუციურობას და პედანტურობას.
დათო
ფოტოზე: სტრასბურგის ცენტრი და ენდემური “ტრამვაი”.
კომენტარები