ინტერპოლმა სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის ყვითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. მოზარდი სოფელ ლენჯერში ბებიას სტუმრობდა. 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ოჯახი ილიას მპოვნელს ან ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოდ 50.000 ლარს გადასცემს. “გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მპოვნელისთვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად იმყოფება ჩვენი შვილი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50.000 ლარი… გაძლევთ ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის სრულ გარანტიას. თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს, რომ ილია საზღვარგარეთაა, გვინდა ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ”, – აცხადებს ილიას დედა ქსენია ფილფანი.
“გვითხრა, ერთ ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი სანაპიროზე ვნახეო”
“კვირის პალიტრა” გაუჩინარებული მოზარდის მამას დავით ფილფანს ესაუბრა
– ილიას გაუჩინარების რა ვერსია გაქვთ?
– არავის უნახავს არც ბავშვისა და არც ველოსიპედის კვალი. ამიტომაც მივმართეთ ინტერპოლს. გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს და გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.
– გაუჩინარების დღეს ილია არავის დაუნახავს ან გამოლაპარაკებია?
– ნათესავებმა დაინახეს, როგორ გავიდა ბავშვი სახლიდან ველოსიპედით. მერე საით წავიდა, არავინ იცის.
– მტრები ხომ არ გყავდათ სვანეთში ან ყაზახეთში?
– არა, მე თუ მთვლის ვინმე მტრად, არ ვიცი, მაგრამ კონფლიქტი არავისთან მქონია.
– ოჯახში ხომ არ ყოფილა უთანხმოება, რაც მოზარდისთვის შესაძლოა შინიდან გაქცევის საბაბი გამხდარიყო?
– როგორც ყველა ოჯახში, ჩვენც გვიკამათია, შენიშვნებიც მიგვიცია ბავშვისთვის, როცა რაღაცას ცუდად აკეთებდა, თუმცა სერიოზული არაფერი, არც დეპრესია შემინიშნავს მისთვის. მე და ილია ზამთარში სულ ერთად ვიყავით, ძაღლებთან ერთად ვატარებდით დროს… ზაფხულის დასაწყისში ჩემი დისშვილი ჩამოვიდა, თანატოლები არიან და ერთად თამაშობდნენ, ველოსიპედით სეირნობდნენ. გასაოცარია, მაგრამ ილიას გაქრობისთანავე არანაირი კვალი არ გამოკვეთილა.
– ითქვა, ბავშვი “ლურჯ ვეშაპს” ხომ არ თამაშობდაო…
– პოლიციამ ექსპერტიზაზე წაიღო ილიას პლანშეტი, ნოუთბუკი და ტელეფონი. შეისწავლეს, რით იყო დაინტერესებული და ეს ვერსია თითქმის გამოირიცხა.
– ალმა-ათაში რას საქმიანობდით და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?
– ალმა-ათაში ლანდშაფტის დიზაინერად ვმუშაობდი და ახლაც ვმუშაობ. იმიტომ ჩამოვედით, რომ ლენჯერში დედაჩემი მარტო ცხოვრობს და ვერ მივატოვებდით.
ასეთ დროს განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება სითბური კამერით ძებნის მეთოდი. იმ ტრასაზე სადაც ეს ბავშვი მოძრაობდა არის ვიწრო ბეტონის გზა, იქნებ ვიღაცა დაეტაკა და სადმე დამარხა. ღამით საფრენი საშუალებით (დრონებიც არის უკვე მასეთი) გადაუფრინეთ მთელ მაგ მონაკვეთს და სითბური კამერით გამოსხივება შეამოწმეთ. ღმერთმა ნუ ქნას ასე იყოს მაგრამ თუ დამარხულია გვამის ხრწნისას წარმოიშვება სითბო რომელსაც სითბური კამერა აფიქსირებს.
მაგალითისათვის 2011 ში დაიკარგა 9 წლის გოგონა პრაღაში, მთელი ქვეყანა ეძებდა უშედეგოდ კვირეები. შემდეგ მთელი ის რაიონი შეამოწმეს ვეტმფრენით ღამით სითბური კამერით, ნახეს გამოსხივებაც და გვამიც. დნა -თი მკველელი პედოფილიც იპოვეს და დაიჭირეს.
ღმერთმა ნუ ქნას ასე იყოს. ისე საქართველოში კი უნდა გვყავდეს ერთი ასეთი საფრენი აპარატი, ან ძლიერი სითბური კამერა მაინც რომლის მიმაგრებაც შეიძლება ვეტმფრენზე. მილიონიბით ტურისტი ჩამოდის, ათობით იკარგება და ეძებენ მერე ესე უაზროდ როცა შეიძლება ღამე გადაუფრინო და ერთი გადაფრენით ასობით ჰექტარი დაფარო(განსაკუთრებით მიუვალი ადგილები). ეს სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს პოლიციისთვის. ეს ზოგავს თანხას, და პოტენციურად უამრავი ადამიანის გადარჩენა შეიძლება. რამდენი დაიკარგა ესე მთაში? ამ მეთოდით დაკარგულებს იმავე ღამეს მიაგნებდით ცოცხალს. ღმერთმა ცოცხალი აპოვნინოთ
“ალია” შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანის ბაბუა თავის დროზე გაუჩინარდა და დღემდე მისი კვალი არავის უნახავს. შსს-მ კი 18 ივლისიდან დღემდე მხოლოდ ერთხელ ჩაატარა ამ საქმეზე ბრიფინგი და ისიც მხოლოდ სამაშველო სამსახურის ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
კომენტარები