„გვითხრეს, რომ თუ ამის საშუალებას აღდგომის წინა პერიოდი მოგვცემს, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს“ – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
„ჩვენ დღეს მივიღეთ განმარტება ეკლესიაში მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს, რომ დიდ და მცირე ზომის ტაძარში ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს.
ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რაც გარკვეული დასკვნების საშუალებას გვაძლევს.
ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუ ამის საშუალება მისცემს აღდგომის წინა პერიოდი მოგვცემს, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისათვის“, – განაცხადა მამა ანდრიამ
„პრაიმტაიმი“
კომენტარები