დეპუტატი, გირჩის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი:
“გირჩის სათათბიროს წევრის თხოვნით მივედით გაფიცულ მაღაროელებთან. შევთავაზეთ შესაძლებლობა ჩვენს ლაივში აეხსნათ რატომ ფიქრობდნენ, რომ მათი მოთხოვნები იყო სამართლიანი. თუ გულწრფელები იქნებოდნენ და შეძლებდნენ ახსნას, სულ მცირე, ჩვენი მხარდამჭერების თანადგომასაც დაიმსახურებდნენ დამატებით.
ასევე ძალიან საინტერესო იყო თუ რატომ ითხოვდნენ წიაღისეულის ნაციონალიზაციას (კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას) მაშინ როდესაც ქვეყანაში წიაღისეული 100 წელია ნაციონალიზებულია და დენაციონალიზაცია (განკერძოება/პრივატიზაცია) ისედაც აკრძალულია კანონით.
ამ დროს ჩვენ, პირიქით, სახელმწიფო ქონების დენაციონალიზაციას ანუ მოქალაქეების საკუთრებაში უფასოდ გადაცემას ვითხოვთ და ეს იდეა გვგონია ამ ქვეყნის დასავლეთისკენ მართლა შეტრიალების და შეძლებულ საზოგადოებად გარდაქმნის მთავარი წინაპირობა.
ცოტა ხანში გვხვდება ეს პოსტი და დედის გინება კომენტარებში.
ინტელექტის პრობლემა ცნობილი ფაქტია, მაგრამ არც სინდისის დეფიციტია უცხო სოციალისტი აქტივისტებისთვის.”
კომენტარები