foxnews –ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინიმა განაცხადა:
“გვსურს, ვიხილოთ იმდენად დასუსტებული რუსეთი, რომ მას არ შეეძლოს ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც გააკეთა უკრაინაში შეჭრით. მან უკვე დაკარგა დიდი სამხედრო პოტენციალი და ჩვენ გვსურს, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად აღიდგინოს ეს პოტენციალი“
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის მდივნები უკრაინაში გუშინ, 24 აპრილს ჩავიდნენ, ისინი კიევში პრეზიდენტ ზელენკის შეხვდნენ. ეს უკრაინაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირების პირველი ვიზიტია.
კომენტარები