ნანა დოლიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ფარ-ხმალი არ დაყაროთ!!!
გზა ევროპისკენ, ნებისმიერი გაჩერებიდან იწყება” – მიკროფონში გაისმა ავტობუსის მძღოლის ხმა.
ჭავჭავაძეზე გავიღიმეთ, მელიქიშვილზე – გავიცინეთ, რუსთაველზე უკვე ხარხარით ჩავიარეთ გაჩერებები
“რუსთაველის მეტროში ამ ავტობუსით ვერ ჩავალ. ამიტომ ვისაც მეტრო გინდათ, გაჩერებაზე ვჩერდები 4 წამი…. მოემზადეთ, გაიმართეეეეეეთ წელში, ჩადით!!!
ჰოოო, და არაფერი დაგრჩეთ… ”
ასე, ავტობუსის ზოლში, მაგრამ ევროპისკენ მიგვაქროლებდა 345-ის ჭაღარა შერეული მძღოლი მგზავრებს, თავისი ევროპელი მწვანე რაშით
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ბედნიერი და ღიმილიანი სახით ჩამოვიდოდი
ჰოდა, როგორც ამბობენ, სულ მწვანეზე ევლოს ამ საოცარ ადამიანს თავის მგზავრებიანად და აუცილებლად ევროპისკენ “
კომენტარები