ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე გუშინ პირველად დაიკითხა. ბესელიამ თქვა, რომ საქმეზე ბრალდებულების, ვიდეოს გამავრცელებლების ციხეში გაშვების წინააღმდეგია.
“სამართლიანობისთვის” თავმჯდომარისა და დამფუძნებელის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური და მორალური ტერორის უკან კობახიძე-ზარდიაშვილი იდგნენ.
მისი თქმით, სწორედ ისინი ლობირებდნენ მოსამართლეთა კლანს.
ეს კლანი ალბათ მიდის იმ ადამიანებთან, ვინც პირდაპირ კავშირში იყო მოსამართლეთა იმ ათკკაციანი სიის ლობირებასთან. ეს შეიძლება იყოს კლანი, რომელიც ძალიან გავლენიანია. მასთან დაკავშირებული ადამიანები “ქართული ოცნებიდან” რომლებიც ლობირებდნენ ამ სიას. ამ სიას ღიად ლობირებდა კობახიძე-ზარდიაშვილი მათ ამ სიის გატანა უნდოდათ
კომენტარები