CNN-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვისთვის რამდენიმე საჰაერო სარაკეტო სისტემას უგზავნიან.
მედიას ამერიკელი მაღალჩინოსნები ეუბნებიან, რომ მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს სთხოვს სამხედრო დახმარებას მისი ქვეყნისთვის, აშშ და მისი ნატოს მოკავშირეები უკვე უგზავნიან უკრაინას რამდენიმე საჰაერო სარაკეტო სისტემას. ეს დამატებითი სისტემები მოიცავს საბჭოთა პერიოდის SA-8, SA-10, SA-12 და SA-14 მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
ამ სისტემებს უფრო დაბალი სიმაღლის დიაპაზონი აქვთ, ვიდრე S-300 სისტემას, რომელიც უკრაინამ მოითხოვა. თუმცა, მათ აქვთ უფრო მაღალი დიაპაზონი, ვიდრე ადრე უკრაინასთვის მიწოდებული Stinger-ის რაკეტები, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას დაარტყას საკრუიზო რაკეტებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სისტემები ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან არის მიღებული და “გზაშია”.
კომენტარები