პოეტი ჯუბა ღებელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“განცხადებების გაკეთებას ვერიდები, რადგან ნაცებად და ქოცებად დაყოფილ ჩემს ქვეყანაში, ორივე მხარეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები დგანან, მაგრამ ზოგჯერ ჩემს თავსაც თუ არ შევუძახე და რამე არ ვთქვი, ისედაც მკვდრებად გვთვლიან და თავად მეც მკვდარი მეგონება ჩემი თავი…
საკითხი 1-ლი: გორის ერთ-ერთი სოფლის გზის რეაბილიტაციის შესამოწმებლად დაქირავებული ჯგუფისთვის მილიონამდე, 800000 ლარი გადაუხდიათ… ნეტავ თავად ამ გზის რეაბილიტაცია რა დაჯდა და რას უძლებს ისედაც გაჭირვებული ხალხის ჯიბიდან შევსებული ბიუჯეტი…თქვე კაი ხალხო, მოგეცათ ამ თანხის 2% (16000 ლარი), წავიყვანდი ბიჭიკო ზვიადაურს, დათო ბელაშვილს, კიდე ერთ – ორ კარგ ამხანაგს და სამ-ოთხ დღეში ისეთ დასკვნას დავუდებდი გორის მერს, არც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, არც ის ვითომ “რეაბილიტირებული” გზა იქნებოდა ასეთ დღეში!..
საკითხი 2-ე: ამ რამდენიმე დღის წინ უნუღბოდ და უხელთათმამოდ შეკრებილი ასობით მარნეულელის კიტრი ძლივს რომ 50-75 თეთრად ჩაიბარეს, 20 კილომეტრს აქეთ ათმაგად რატო ყიდიან, სარფის საბაჟო გამოატარეს თუ სათითაოდ აცრეს კორონაზე?..
საკითხი მე-3: ხალხი რომ სოფლებისკენ მიტრიალდა კარგია, ერთი ეგაა რომ ყანებამდე ვეღარ მიდიან. რაღა საპრასიაში წასულხარ და რაღა აგერ გორთან ოკუპურებულ შენს ყანაში…მე კი აქვე ლილოს ბაზრობასთან, ჩემი სახლიდან 300 მეტრში, შორიდან რომშევცქერი 1000 მეტრიან განაწილებით მოცემულ, საბუთით დამტკიცებულ და სახნავად გამზადებულ მიწის ნაკვეთს, რატომ არ მიტარებენ რეესტრში იქნებ მითხრან?!. მარტო მე რომ ვიყო, კი არ ვიტყოდი, მაგრამ ასე ჩემსავითაა ბევრი ადამიანი, ვინც იმ “გიჟი” სააკაშვილის დროს ვერ მოვასწარით გაფორმება!..
ამ გაჭირვების დროს მეტს აღარ შეგაწყენთ და როგორც ჩემი მეგობარი ზურაბ ( და არა ნუგზარ, თუმცა იმასაც რას ვერჩი) ჭიაბერაშვილი იტყოდა, დილა მშვიდობისას ვუსურვებ ჩემს საქართველოს… პატივისცემითა და კეთილი სურვილებით ( ეს სიტყვებიც მისგანაა) თქვენი ჯუბა ღებელი”
კომენტარები