რუსეთმა 5 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს “ნაფტოგაზის” (უკრაინის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ეროვნული კომპანიის) ზარალისა და დაკარგული ქონებისთვის, 2014 წლიდან ყირიმის ოკუპაციის შედეგად – ინფორმაციას ნაფტოგაზის აღმასრულებელი დირექტორი ოლექსი ჩერნიშოვი Facebook-ზე ავრცელებს.
“Naftogaz-ის” აღმასრულებელი დირექტორი, ოლექსი ჩერნიშოვი:
“მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაავალა რუსეთს კომპენსაციის გადახდა “ნაფტოგაზისთვის“ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის გამო“
კომენტარები