პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძის თქმით, ჰააგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებული გენერალი ბორისოვი ცოცხალია.
სწორედ ბორისოვია ის სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც უკვე ოფიციალურად მხილებულია ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და აკრძალული იარაღის გამოყენებაში.
გენერალი მოსკოვმა რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილად გამოაცხადა.
გიორგი ვაშაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ის არის ცოცხალი, მას ჩემი ინფორმაციით, შეუცვალეს, სახელი და გვარი და დადგება ამის დრო, დადგინდება, იმიტომ რომ შეიარაღება რომელიც გამოიყენა მან, ამ შეიარაღების გამოყენების ბრძანების გაცემის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მთავარსარდალს, ანუ გადიოდა მედვედევზე ეს საქმე მისი მეშვეობით.”
კომენტარები