სულ მცირე, 304 დაღუპული და 1 800-ზე მეტი დაშავებული, – ასეთია კარიბის ზღვაში, კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით გამოწვეული შედეგი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც.
კუნძულზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზარალი. მაშინ სტიქიამ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კომენტარები