თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “შეიძლება ჰამასი დასავლეთთან ერთად ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოს”.
“ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს”, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა “არაადამიანური” ომის გამო ისრაელში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმა.
ერდოღანის პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა კატარში ვიზიტისას ისრაელს “კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში” დასდო ბრალი.
“ჩვენს პალესტინელ ძმებზე თავდასხმა, მათ შორის ბავშვებზე, პაციენტებზე და მოხუცებზე, თუნდაც სკოლებში, საავადმყოფოებსა და მეჩეთებში, არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ფიდანმა.
კომენტარები