ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ჰარცელი “მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სა და საქართველოს ურთიერთობებში”, ნიკოლოზ სამხარაძე : “ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო”საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კარლ ჰარცელზე და მასზე გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა და თქვა :“ამ ადამიანზე მსგავსი განცხადებები პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და არის ძალიან დიდი უსამართლობა, იმიტომ რომ ჩვენ კარლ ჰარცელის ელჩობის დროს გვქონდა ძალიან კარგი შანსი, მათ შორის მისი პერსონიდან გამომდინარე, რომ ძალიან წინ ვყოფილიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, სამწუხაროდ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ.”
კომენტარები