ჰელსინკის კომისიის მრჩეველი, ბახტი ნიშანოვი რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ მალკევიჩის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში მისი ყოფნა, არჩევნების დროს, “უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა“.
ჰელსინკის კომისიის მრჩეველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მალკევიჩს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება სწორედ, არჩევნებში ჩარევისთვის ეძებს.
მალკევიჩს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ეძებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის. შტატების ხელისუფლება ფაქტობრივად გვთავაზობს ჯილდოს $10 მილიონამდე ინფორმაციისთვის, რომელიც მის ადგილსამყოფლამდე მიგვიყვანს. ფაქტი, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა არჩევნების დროს, უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა“, – წერს ბახტი ნიშანოვი.
ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
ცესკო ადასტურებს, რომ რუსი პროპაგანდისტისთვის მედია აკრედიტაცია საარჩევნო კომისიამ გასცა.
მალკევიჩი, სავარაუდოდ, “ოცნებას” არჩევნებში ეხმარებოდა – კუროპტევი
კომენტარები