ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჰესების პროექტებზე ისაუბრა:
“ოპოზიაცია ან საქმის კურსში არ არის ჩვენსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის თაობაზე, ან უბრალოდ, განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს. თვითონ საგანგებო მდგომარეობის დროსაც, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ძალიან დეტალური კომუნიკაციის შედეგია მთლიანად მოსახლეობასთან და კონკრეტულად იმ ჯგუფებთან, ვისაც ესა თუ ის ნაბიჯი ეხება.
ეს ეხება როგორც ჰიდროელექტროსადგურებს: ონს, ნამახვანს, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად დღე-დღეზე დაიწყება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოსექტორისთვის, ასევე ფოთის პორტის პროექტს, რომლზეც მუშაობა არ შეფერხებულა და დაჩქარდა. ეს არის იმის სამომავლო წინაპირობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წელს ეკონომიკური ზრდის კლება გვექნება, 2021 წელს გვექნება ზრდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური წინსვლა და ეს არავის უნდა აღიზიანებდეს“
“ალია” მართალია, რამდენიმე დღის წინ, განაცხადეს, რომ ჯერ მშენებლობის ნებართვაც არ არის გაცემული – მაგრამ მაინც მშენებლობა დღე-დღეზე დაიწყება, თურმე.
რას გაუგებ ამ კანონებს და მინისტრებს.
კომენტარები