“დროშებიც სიამაყით ვაფრიალეთ, ერთმანეთიც გავაძლიერეთ, ესაა პრაიდის არსი, სხვა რა გგონიათ?” – ამით თბილისი პრაიდის დირექტორი გიორგი თაბაგარი ეხმაურება დისკუსიას, ჩატარდა თუ არა პრაიდი 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართულ “მდუმარე აქციაზე”.
გიორგი თაბაგარი:
“გუშინდელი აქცია ჩვენთვის რეაქცია იყო იმ უმსგავსობებზე, რაც თბილისში ხდებოდა 5 ივლისს. ბრაზისა და სოლიდარობის ნაზავი, რომელიც საბოლოოდ, მნიშვნელოვან გამარჯვებად გადაიქცა. გუშინდელ აქციაზე ბევრად მეტი ადამიანი იყო, ვიდრე 5 ივლისს სიძულვილის მხარეს. მემარცხენეები და მემარჯვენეებიც კი ერთად იდგნენ.
შიშის დათესვის და დატრიალებული ძალადობის მიუხედავად, გუშინ უამრავი ქვიარი იდგა მედგრად პარლამენტთან და უნდა ითქვას, რომ თითოეული მათგანის იქ ყოფნა სიცოცხლის რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰიმნიც ვიმღერეთ, დროშებიც სიამაყით ვაფრიალეთ და ერთმანეთიც გავაძლიერეთ.
ხოდა ესაა პრაიდის მთავარი არსი ხალხო, სხვა რა გგონიათ? მარში მართალია ვერ ჩავატარეთ, მაგრამ ხმამაღლა ვთქვით რომ დამარცხებულად თავს არ ვგრძნობთ! ჩვენი მოძრაობა რეზისტენტულია და ჯერ კიდევ გადარჩენისთვის ბრძოლის ფაზაშია, მაგრამ ნელ-ნელა გვემატება სიამაყის ელემენტებიც და არც ეგ დღეა შორს, როცა მშვიდობიან მსვლელობებს ჩავატარებთ”
კომენტარები