ამ წუთებში პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კითხვებს უსვამენ.
მეორე პოლიტიკურ ვირუსზე “იხუმრა” ქანთარიამ და ვაი, ამ ხუმრობას, გეგონება, ჩვენ ვკვებავთ პოლიტიკურ ვირუსებს ამდენი წლები!
საერთო ჯამში, ყველანი ანგლობენ, ხუმრობენ და პოლიტიკურ კითხვებს სვამენ.
სად არის კითხვები – რატომ არ ამატებს ბოქსებს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა მზადაა კორონავირუსის დასახვედრად?
სულ 16 ბოქსია ქვეყანაში, კარანტინის დროსაც ბოქსში უნდა მოათავსო – ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს – სად მივდივართ? რამდენი ადამიანისთვის გვაქვს კარანტინი?
რატომ არ ეკითხებით – კვების ბარათზე – რომელზედაც მხოლოდ 30 ლარი ირიცხება და სალფეთქის ყიდვაც კი ეკრძალება მოზარდს, მაღაზიათა მომსახურებაც რომ დაბალია – არც მაგას იკვლევს ვინმე! მხოლოდ ერთი სალარო რომ ატარებს სოციალურ ბარათებს და ცალკე რიგში აყენებენ – არც ეგ!
პენსიებზე კითხეთ, 30 ლარი მოემატება, დღეში – 1 ლარიო! – რისი ყიდვა შეგვიძლია დღეში ერთ ლარად?
კითხეთ, როგორ ეხოცება ხალხი იმ ვირუსით, რომლის ვაქცინაც არსებობს, მაგრამ ქვეყანას არ შემოაქვს?
კითხეთ, ბაღდათში რატომ მოეხსნა სოციალური დახმარება იმ ოჯახს, რომელიც გუშინწინ დაიღუპა! კითხეთ, რატომ შეასახლეს სახლში, სადაც ელექტროენერგია არ იყო და მერე როგორ გაუუქმეს საარსებო მინიმუმი იმიტომ რომ მეზობლის ელექტროენერგიას იყენებდა.
და კითხეთ, გადარჩენილ მამას და ბებიას ახლა როგორ გაუჩერებს სოციალურ პაკეტს?
კი, არსებული კანონით, ვალდებულია გაუჩეროს – ასე წერია კანონის მე-17 მუხლში – ოჯახის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვალების მოწმობების წარდგენიდან მომდევნო თვეში დაიწყება ქულის გადაანგარიშება – კითხეთ რად უნდა მაგას ერთი თვე ჯერ ლოდინი და მერე დაანგარიშებას მეორე თვე? – დასამარხ ფულს რომ უჩერებს ჭირისუფალს – ეგ კითხეთ.
კითხეთ, კორონავირუსის ზღვარზე საყოველთაო დაზღვევა რომ შეჩერდა საქართველოს სამ დიდ ქალაქში და ვინც დაზღვეული არ არის, რომ ვეღარ დაეზღვევა – ამაზე რას ფიქრობს?
უპს – ვერ კითხავთ, რადგან ამ კანონებზე თქვენი ხელმოწერებია, თქვენი ყველასი და + პრემიერი გახარიას!
როცა ვამბობ – თქვენი ყველას – პირდაპირი გაგებით ყველას ვგულისხმობ – ზოგი კანონი წინა ხელისუფლების დროსაა მიღებული, ზოგი კანონის შესახებ არც იცით და უმეტესობას არც ერთხელ, არც ერთი კანონის შეცვლა არ მოგითხოვიათ!
ამას დამატებული დიიიდი ფული, რომელიც ჯანდაცვაში ტრიალებს და ზოგჯერ რომელიმე კუთხიდან ქრთამსაც ისვრის.
პ.ს. პარლამენტარის პენსიას არ ემატება 30 ლარი? რატომ რა – ცუდი ფულია 30 ლარი? დღეში 1 ლარი – ცუდია?! იწუნებთ, თუ გრცხვენიათ?
ალია
კომენტარები