ადვოკატი, ლევან ალაფიშვილი:
სააპელაციო სასამართლოშიც მოვუგე დავა სახელმწიფოს ციხის საკანში შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ, თანხმობის გარეშე გასაჯაროების საქმეზე.
ეს საქმე პრეცედენტიულია
სასამართლომ კვლავ დაადასტურა დარღვევაც და მორალური ზიანიც დააკისრა სახელმწიფოს.
მანამდე, იმავე ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიგეთ საქმე. ინსპექტორის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური კანონამრღვევად იქნენ ცნობილი და ჯარიმაც დაეკისრათ.
თეა წულუკიანმა პარლამენტში ნინო ლომჯარიასთან კამათისას რომ გამოაქვეყნა საკანში პატიმართან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, ის საქმეა. მინისტრის უკანონო დავალება შესრულდა და ვიდეოჩანაწერი გასაჯაროვდა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, ვებგვერდებზე, ფეისბუქგვერდებზე და მედიაშიც.
ჰოდა, დაისაჯნენ. ესეც 4:0
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური • State Inspector’s Service საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia Giorgi Burjanadze Nino Zhizhilashvili ნიკოლოზ რობაქიძე
“თეა წულუკიანმა დღეს ორი კანონი დაარღვია” – ათი არასამთავრობოს ერთიანი განცხადება
კომენტარები