საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სპეციალურ ბრიფინგზე საუბრობს გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე და ჰყვება, რა მოჰყვა მის ხელმოწერას:
“სულ მუდამ ვემიჯნებოდი ყველას – თუნდაც ნაცების მიერ ჩემი შეურაცხყოფის დიდი მაგალითი, ან დღესაც ვიღაც სამეულების თუ ოთხულების, სულ თავს ვიკავებდი ჩავრთულიყავი პოლემიკაში, რაც მე მგონია არ ეკადრება პრეზიდენტს ერთი მხრივ და მეორე მხრივ მიუღებელია იმისათვის, რომ პოლარიზაციას აღვივებს და ჩემი მოწოდება იყო და რჩება – უნდა დავძლიოთ პოლარიზაცია.
ჩემი დღევანდელი გამოსვლა არ იკითხება, როგორც რამე პოლემიკაში ჩართვა, მაგრამ ამავე დროს, პრეზიდენტს ევალება, გარკვეულ საკითხებზე, რაზეც ყველა საუბრობს და სხვადასხვა ფორმით ხსნის, პრეზიდენტმა თავისი სიტყვა თქვას, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ესა თუ ის გადაწყვეტილება – ეს ეხება, პირველ რიგში, გახმაურებულ საქმეს, ამერიკაში ყოფილ ელჩს და დღეს უკვე გაეროში ჩვენ მუდმივ წარმომადგენელს, სადაც მე გამოვთქვი ჩემი პროფესიონალური პოზიცია მისი საქმიანობის შესახებ. ეს არგუმენტები არასაჯაროდ, წარვუდგინე კონფიდენციალურ ფორმატში საგარეოს, პრემიერს.
ხელი მოვაწერე არა იმიტომ რომ ვიღაცამ დამავალა, რაღაცის შემეშინდა – იმიტომ რომ აქამდე, სანამ მიდიოდა კონსულტაციების ფორმა და მთვარდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ არ ყოფილიყო ჩემ გამო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, მე ხელი მოვაწერე, რომ არ ყოფილიყო შეფერხება. გაეროს გენ. ანსამბლე გაიმართება 3 კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესი არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.
ჩემ გადაწყვეტილებას დეპოლარიაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, მაგრამ ასე არ იქნა გაგებული – დღეს, ჰოი, საკვირველი, მივიღე 7 წარდგენა, ისე რომ არც ერთი კონსულტაცია არ ჩატარებული, ის საიდუმლო ნაწილი კონსულტაციების და დამიდეს მაგიდაზე 7 წარდგენა, რომელიც არის ხელისუფლების ერთგვარი პასუხი ჩემ გადაწყვეტილებაზე. საჭიროა და უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი, ტექსტები, არსებეული პრაქტიკა, კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ამტკიცებს, რომ კონსულტაციები მუდმივად იყო კონფიდენციალური. პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილე, ამ დარგში მით უმეტეს. ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად.
კომენტარები