ჰენრი კიჩკა ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი იყო ბელგიაში, რომელმაც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი ცოცხალმა დატოვა. ის, 94 წლის ასაკში, ახალმა კორონავირუსმა იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კიჩკა თითქმის არასდროს საუბრობდა საკუთარ გამოცდილებაზე. ბანაკში ის ოჯახთან ერთად გადაიყვანეს და მალევე, მისი ოჯახის ყველა წევრი გაზის კამერებში დახოცეს. ბანაკიდან თავის დაღწევის შემდეგ კიჩკა დაქორწინდა. ჰყავდა ოთხი შვილი, 9 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი. სიცოცხლის ბოლო წლები მან მოხუცთა თავშესაფარში გაატარა.
„მიკროსკოპულმა ვირუსმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო მთელმა ნაცისტურმა არმიამ. მამაჩემი გადაურჩა „სიკვდილის მარშს“, მაგრამ დღეს მისი „სიცოცხლის მარში“ დასრულდა“ – წერს Facebook-ზე ჰენრი კიჩკას შვილი.
კომენტარები