ჰონგ კონგში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გამოცემის ცნობით, დაიღუპა 70 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი 14 თებერვალს დაუდგინდა. ის იმავე საავადმყოფოს პაციენტი იყო, სადაც 4 თებერვალს კორონავირუსით პირველი პაციენტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დიაბეტი და თირკმელების პრობლემა ჰქონდა.
„სოუზ ჩაინა მორნინგ პოსტის“ ინფორმაციით, მამაკაცი ჩინეთს 22 იანვარს სტუმრობდა და საავადმყოფოს მხოლოდ 12 თებერვალს მიმართა. 14 თებერვალს მას ახალი ტიპის კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამ მომენტისთვის ის უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვმა 74 000-ს გადააჭარბა. დაიღუპა 2004 ადამიანი, კორონავირუსისგან კი 14 400 ადამიანი განიკურნა.
კომენტარები