ბალტიმორში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტში კორონავირუსზე ტესტს ვერ აკეთებენ და 1 კვირა ელოდებიან CDC-დან პასუხს, ჩვენ კი პასუხი 4-5 საათში გვაქვს ხოლმე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ბალტიმორის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, მედიცინაში რეიტინგით ნომერ პირველი უნივერსიტეტი აგროვებს ტესტებს და 1 კვირის შემდეგ იღებს ატლანტიდან პასუხს. ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტში ვერ აკეთებენ ამ ტესტს და 1 კვირა ელოდებიან CDC-დან პასუხს, მაშინ როდესაც ლუგარის ლაბორატორიაში კეთდებოდა ტესტები. საქართველო ევროპის მეოთხე ქვეყანა იყო, სადაც დაიწყო ტესტირება. 4-5 საათში პასუხი გვაქვს ხოლმე და თუ ცოტა დაგვიანდა, პაციენტები, მათი ახლობლები და ჟურნალისტები შფოთავდნენ, რომ სამინისტრო ან ხელისუფლება მზად არ არის. ყველაფერს უნდა ადეკვატური განმარტება და დაფასება“
კომენტარები