მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ “ვივა მედში” გონება დაკარგა. მის მოსანახულებლად პალატაში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე უნდა შესულიყო. დეპუტატმა მედიასთან თქვა:
“ჩემ შესვლამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა გონების დაკარგვა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ექიმები არიან ინფორმირებულები და მუშაობენ ამის ირგვლივ. ხვალ დილით უტარდება უკვე დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რამ განაპირობა ეს. ეს არის უკვე მერამდენე გონების კარგვის ეპიზოდი, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მეგობრებო, ეს არის ის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას.”
მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 9 იანვარსაა ჩანიშნული. ადვოკატებსა და მესამე პრეზიდენტს სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა “ვივა მედი” მისთვის პალატის დატოვების რეკომენდაციას არ გასცემს.
კომენტარები