მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:
“მადლობას გადაგიხდით ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, მსმენელებო და ადამიანებო, ვისაც სხვისი შეურაცხყოფის დანახვა გულგრილად არ შეუძლია. იმედი მაქვს ჩემი გამოხმაურება დააფიქრებს ბევრი გადაცემის ჟურნალისტს და წამყვანებს, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში ქექვა, სიბინძურეების შეთხზვა და შემდეგ ამის ტირაჟირება არის დანაშაული და ადრე თუ გვიან საზოგადოებისგან მიიღებს ადექვატურ პასუხს.
ახლა რაც შეეხება ჩემს სიუჟეტს, მივიღე ბოდიში ტელევიზიის მფლობელისგან პირადად, ასევე გადაცემის პროდიურებისგან და რეაგირებაც მოახდინეს, ამოჭრეს გადაცემიდან ის ნაწილი, რომელიც ჩემთვის ვინმე არარაობის მიმართ ყურადღების მისაქცევად იყო განკუთვნილი ჩემი სახელის და ავტორიტეტის გამოყენებით.
დამირეკეს და ბოდიში მომიხადეს ტელევიზიაში მომუშავე სხვა გადაცემების ღირსეულმა წამყვანებმა და ჟურნალისტებმა, ხალხმა ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და მათი თანადგომა და ბოდიში ჩემთვის ძალიან დასაფასებელია. ამ ეტაპზე ჩემთვის ეს ეპიზოდი ამოწურულია და არ ვაპირებ არანაირ სამართლებრივ დავას ჩამოთვლილი მიზეზების გამო.
ხოლო გადაცემის წამყვანს და მის რესპონდენტს რაც შეეხება, ერთ სიტყვას ვარგუნებ მხოლოდ “ჭიტა” . მეტს არაფერს არ იმსახურებენ. პროვოკატორებს დრო აუცილებლად თავის ადგილებს მიუჩენს სატელევიზიო სანაგვეზე.”
კომენტარები